სანავარდოს მამულები ნაფარეულის მიკროზონაში, მდინარე ალაზნის, ლოპოტასა და დიდხევის კვეთაზე მდებარეობს – 420 მეტრზე ზღვის დონიდან.
ჯერ კიდევ 1797 წელს ეს მიწა მეფე ერეკლე II-მ გარსევან ჭავჭავაძეს უბოძა, რომლის ვაჟს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს მამულები მემკვიდრეობით ხვდა წილად. მას სწორედ ამ მიწაზე მოჰყავდა ყურძენი და მასპინძლობდა უცხოელ სტუმრებს.