ნაზავები (კუპაჟები) - წითელი, ვარდისფერი, ქარვისფერი ღვინოები

Amber Blend
რთველი 2019 / ალკ. 12.5% ​​/ მშრალი ქარვისფერი ღვინო

ყურძნის ჯიშები: რქაწითელი 85%, მწვანე 15%.

მდებარეობა: ნაფარეულის მიკროზონა, ზღვის დონიდან 450 მ.

შაქარი საერთო: 1,3 გ/ლ;

ტიტრული მჟავიანობა: 5,1 გ/ლ.

ტექნოლოგია: დამზაზდებულია კლასიკური ტექნოლოგიით, კანთან 1 თვიანი მაცერაციით.

გემოვნური თვისებები

სხეულიანი მშრალი ქარვისფერი ღვინო, ტროპიკული ხილის და კომშის დელიკატური არომატებით, ახასიათებს დაბალანსებული მჟავიანობა და სასიამოვნო ტანინები.

Rose D’ABRUZZO
რთველი 2019 / ალკ. 12% ​​/ მშრალი ვარდისფერი ღვინო

ყურძნის ჯიშები: მონტეპულჩანო 70%, შირაზი 20%, კაბერნე სოვინიონი 10%.

მდებარეობა: ნაფარეულის მიკროზონა, კახეთი, ზღვის დონიდან 450 მ.

შაქარი საერთო: 2,3 გ/ლ;

ტიტრული მჟავიანობა: 5,1 გ/ლ.

ტექნოლოგია: დამზადებულია კლასიკური ტექნოლოგიით.

გემოვნური თვისებები

მშრალი ელეგანტური ღია ვარდისფერი როზე, მარწყვის და ჟოლოს სასიამოვნო არომატებით, ვარდის ტონებით, ხალისიანი მჯავიანობით და გამყოლი გემოთი.

Saperavi – Cabernet
რთველი 2019 / ალკ. 13% ​​/ მშრალი წითელი ღვინო

ყურძნის ჯიშები: საფერავი 50%, კაბერნე სოვინიონი 50%.

მდებარეობა: ნაფარეულის მიკროზონა, ზღვის დონიდან 450 მ.

შაქარი საერთო: 2,5 გ/ლ;

ტიტრული მჟავიანობა: 4,9 გ/ლ.

ტექნოლოგია: დამზადებულია კლასიკური ტექნოლოგიით. დავარგებულია ფრანგულ კასრებში.

გემოვნური თვისებები

ღია ბროწეულისფერი ღვინო, კენკრის, შავი მოცხარის და ვანილის დელიკატური არომატებით, მშრალი ტატინებით და რბილი გამყოლი გემოთი.

Saperavi – Shiraz
რთველი 2019 / ალკ. 13% ​​/ მშრალი წითელი ღვინო

ყურძნის ჯიშები: საფერავი 50%, შირაზი 50%.

მდებარეობა: ნაფარეულის მიკროზონა, ზღვის დონიდან 450 მ.

შაქარი საერთო: 1,5 გ/ლ;

ტიტრული მჟავიანობა: 5,1 გ/ლ.

ტექნოლოგია: დამზადებულია კლასიკური ტექნოლოგიით. დავარგებულია ფრანგულ კასრებში.

გემოვნური თვისებები

ღია ძოწისფერი ღვინო, ალუბლის და ტყლაპის არომატებით, შედარებით მშრალი ტანინებითა და საშუალოდ გამყოლი გემოთი.

Cabernet – Shiraz
რთველი 2019 / ალკ. 13% ​​/ მშრალი წითელი ღვინო

ყურძნის ჯიშები: კაბერნე სოვინიონი 50%, შირაზი 50%.

მდებარეობა: ნაფარეულის მიკროზონა, ზღვის დონიდან 450 მ.

შაქარი საერთო: 1,9 გ/ლ;

ტიტრული მჟავიანობა: 5,2 გ/ლ.

ტექნოლოგია: დამზადებულია კლასიკური ტექნოლოგიით. დავარგებულია ფრანგულ კასრებში.

გემოვნური თვისებები

ღია ძოწისფერი ღვინო, მოხალული წითელი ხილისა და მწიფე ქლიავის არომეტებით, მსუბუქი სხეულითა და დელიკატური ტანინებით.